ჩვენი სერვისი
სახმელეთო გადაზიდვა
Royal Express გთავაზობთ: შიდა და საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს
კავკასიის, დსთ-ს ქვეყნებისა და ევროპის მასშტაბით, ასევე, მცირე და შუა
აზიაში.

RE გადაზიდვის შერჩევის კრიტერიუმის რანჟირებაა:
- „კარიდან კარამდე“ ტრანსპორტირების ტარიფები (დანახარჯები);
- „კარიდან კარამდე“ ტრანზიტის საერთო დრო;
- მზადყოფნა ტარიფის შეცვლის შესახებ მოლაპარაკებებისათვის;
- კომპანიის ფინანსური სტაბილურობა;
- სერვისის (სიხშირე) დონე;
- ტვირთების დაცვა;
- პერსონალის კვალიფიკაცია;
- გზავნილების ექსპედირება და კონტროლი;
- მზადყოფნა სერვისის შეცვლის შესახებ მოლაპარაკებებისთვის;
- გადაზიდვების მარშრუტიზაციის სქემის მოქნილობა და განაცხადის პროცედურა (ტრანსპორტირების შეკვეთა).

ჩვენი მომსახურება, აგრეთვე, მოიცავს:
- ტვირთების შეგროვებას;
- ნაყარი თუ სხვა სახის ტვირთების ტრანსპორტირებას, სატვირთო ავტომობილების სრული და ნაწილობრივი დატვირთვით;
- მძიმეწონიანი და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას;
- სახიფათო და მალფუჭებადი ტვირთების გადაზიდვას ტემპერატურული რეჟიმის მქონე ავტომობილებით;
- საყოფაცხოვრებო და პირადი ნივთების ტრანსპორტირებას;
- საბაჟო და ტვირთის გაცილების მომსახურებას;
- სხვა დამატებით მომსახურებას.