რკინიგზა
ჩვენი მომსახურება მოიცავს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო სარკინიგზო
გადაზიდვებს ამიერკავკასიის და დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით (მათ შორის
რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია), ასევე, ევროპის, ცენტრალურ აზიისა და
ჩინეთის. ჩვენ ზედამხედველობას ვუწევთ დატვირთვისა და გადმოტვირთვის
პროცედურებს ევროპისა და სხვა რეგიონების სახელმწიფოებში.

ჩვენი მომსახურება, აგრეთვე, მოიცავს:
- სარკინიგზო, სატერმინალო და კარამდე მიწოდებას;
- სრული და ნაწილობრივი საკონტეინერო, აგრეთვე, ნაყარი ტვირთის ტრანსპორტირებას ევროპის, შორეული აღმოსავლეთის, შუა აღმოსავლეთის, ჩინეთისა და დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით;
- მძიმეწონიანი და არაგაბარიტული ტვირთების პროექტირებას;
- კონტეინერების უსაფრთხოების უზრუნველყოფას „ლუქითა“ და ჩამკეტებით;
- სარკინიგზო გადაზიდვის (ნაყარი, არაგაბარიტული ტვირთის) ორგანიზებას დახურული, ღია და ნახევრად დახურული ვაგონებით;
- ტემპერატურული რეჟიმის მქონე სექციების წინასწარ და შემდგომ მონიტორინგს;
- სხვა დამატებით მომსახურებას.