კლიენტებთან ურთიერთობის სწორი სტრატეგია გადამწყვეტი ფაქტორია სატრანსპორტო სფეროში მუშაობისას . კომუნიკაბელურობა, მოსმენის კულტურა და მოთმინების უნარი ის ძირითადი თვისებებია, რომლებიც კვალიფიციურ ლოგისტიკის მენეჯერს უნდა ახასიათებდეს. სწორედ მის მოვალეობებში შედის კლიენტებთან კონტაქტი და საორგანიზაციო საკითხების წარმართვა. ბუნებრივია, ლოგისტიკის მენეჯერს ეკისრება პასუხისმგებლობა, ჯეროვნად აღიქვას და გაიაზროს პარტნიორი კომპანიის მოლოდინი. მანვე უნდა განუმარტოს კლიენტს ყველა საყურადღებო ასპექტი, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ტვირთის ტრანსპორტირებისას.

კონსულტაცია

Royal Express, როგორც ლოგისტიკის სფეროს განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვალეობად მიიჩნევს მომხმარებლებისთვის სისტემატური და კომპეტენტური კონსულტაციის გაწევას, დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ..