როდესაც საჭიროა ტვირთის სწრაფი ტრანსპორტირება, საჰაერო გადაზიდვას კონკურენტები ფაქტობრივად არ ჰყავს. მისი მეშვეობით შესაძლებელია ტვირთის უსწრაფესად გადაზიდვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დანიშნულების ადგილამდე.
უპირატესობები:

  • დანიშნულების პუნქტში უმოკლეს ვადებში ტვირთის მიტანა - გაცილებით სწრაფად, ვიდრე მიწისზედა და წყლის ტრანსპორტით;
  • საჰაერო გადაზიდვისას ტვირთი და შენახვის პირობები უკეთესადაა დაცული, ამიტომ ავიაციის მეშვეობით, უპირველესად, რეკომენდირებულია მალფუჭებადი, ძვირადღირებული და სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირება;
  • ტვირთები შესაძლებელია გადაიზიდოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში (იმ ადგილების ჩათვლით, სადაც ტვირთის ჩატანა სხვა ხერხებით შეუძლებელია).

კონსულტაცია

Royal Express, როგორც ლოგისტიკის სფეროს განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვალეობად მიიჩნევს მომხმარებლებისთვის სისტემატური და კომპეტენტური კონსულტაციის გაწევას, დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ..