ჩვენი მომსახურება მოიცავს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებს ამიერკავკასიის და დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით (მათ შორის რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია), ასევე, ევროპის, ცენტრალურ აზიისა და ჩინეთის. ჩვენ ზედამხედველობას ვუწევთ დატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცედურებს ევროპისა და სხვა რეგიონების სახელმწიფოებში.
ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • სარკინიგზო, სატერმინალო და კარამდე მიწოდებას;
  • სრული და ნაწილობრივი საკონტეინერო, აგრეთვე, ნაყარი ტვირთის ტრანსპორტირებას ევროპის, შორეული აღმოსავლეთის, შუა აღმოსავლეთის, ჩინეთისა და დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით;
  • მძიმეწონიანი და არაგაბარიტული ტვირთების პროექტირებას;
  • კონტეინერების უსაფრთხოების უზრუნველყოფას „ლუქითა“ და ჩამკეტებით;
  • სარკინიგზო გადაზიდვის (ნაყარი, არაგაბარიტული ტვირთის) ორგანიზებას დახურული, ღია და ნახევრად დახურული ვაგონებით;
  • ტემპერატურული რეჟიმის მქონე სექციების წინასწარ და შემდგომ მონიტორინგს;
  • სხვა დამატებით მომსახურებას.

კონსულტაცია

Royal Express, როგორც ლოგისტიკის სფეროს განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვალეობად მიიჩნევს მომხმარებლებისთვის სისტემატური და კომპეტენტური კონსულტაციის გაწევას, დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ..